შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუგზარ დუდუჩავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1972 წელს. 1972-1976წწ. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" სოხუმის ფილიალში არქიტექტორად, უფროს არქიტექტორად; 1977-1989წწ. იყო აფხაზეთის ასსრ არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის ("სახმშენი") თავმჯდომარის მოადგილე; 1989-1993წწ. სოხუმის მთავარი არქიტექტორი; 1988 წლიდან ხელმძღვანელობს მის მიერ დაარსებულ არქიტექტურულ ბიუროს "არქპლუსი"; 1994-2001წწ. საპროექტო ორგანიზაციებში მუშაობის პარალელურად, იყო საქართველოს არქიტექტორთა კავშირის ორგმდივანი, თავმჯდომარის მოადგილე; 2001 წლიდან თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1994-2009წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ინსტიტუტის არქიტექტურული გეგმარების კათედრის მიწვეული პადაგოგი, დოცენტი; მისი ნამუშევრებია: გაერთიანება "ავტოგაზის" პანსიონატი გულრიფშის რაიონში, ქ. ოჩამჩირის გენერალური გეგმა, კოლმეურნეობის გამგეობისა და კლუბების შენობები ოჩამჩირისა (სოფ. თხინა) და გუდაუთის (სოფ. აჩანდარა) რაიონებში, აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმი და სასტუმრო "აფხაზეთი" (რეკონსტრუქცია-გაფართოება), სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალი სოფ. ბზიფში, მრავალბინიანი და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები სოხუმსა და თბილისში, სააგარაკო სახლები წყნეთსა და მუხათგვერდში, საზოგადოებრივი კვებისა და მრავალფუნქციური ობიექტები თბილისში; არის არქიტექტურის I ბიენალეს (1988, საქართველო), "არქპროექტის" II საკავშირო კონკურსის (1988); ორი საკავშირო კონკურს-დათვალიერების (1988) ლაურეატი; ღია არქიტექტურული კონკურსის (1989) გამარჯვებული. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.206-207 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |