შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ დუმბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა სარატოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1953 წელს. წლების განმავლობაში მუშაობდა სოხუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომში ხელმძღვანელ თანამდებობაზე; იყო აფხაზეთის ასსრ კომუნალური მეურნეობის მინისტრის მოადგილე, კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების მინისტრი, აფხაზეთის ასსრ კომუნალური მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე, ურბანიზაციისა და მშენებლობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კომუნალური მეურნეობის მთავარი სამმართველოს უფროსი; 90-იანი წლების დასაწყისში უმძიმეს საომარ პირობებში უზრუნველყოფდა ქ. სოხუმის წყალმომარაგების სისტემის უსაფრთხოებას, ცეცხლის ქვეშ ხელმძღვანელობდა ქალაქ სოხუმის წყალსადენის ქსელის სარემონტო სამუშაოებს; 1993-1998წწ. სათავეში ედგა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციას; დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ჯილდოებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.207-208 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |