შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ლომიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1951 წელს. 1951-1956წწ. მუშაობდა გორის თეატრში, 1956-1957წწ. კინოსტუდია "ქართულ ფილმში"; 1957 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: გორის თეატრში: კომბლე (გ. ნახუცრიშვილის "კომბლე"), ჩეშმაკოვი (ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში"), ჟერონტი (მოლიერის "ძალად ექიმი"), სვიმონ ბაგრატიონი (ი. ვაკელის "გიორგი სააკაძე"), ვარდენი (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), გუბაზი (ე. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), ჯემალ-ალია (ი. მოსეშვილის "ჩაძირული ქვები"); რუსთაველის თეატრში: შაქრო პაპა (კ. ბუაჩიძის "ამბავი სიყვარულისა"), მწერალი და გენერალი (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), ფოსტალიონი (გ. ხუცაშვილის "ზღვის შვილები"), ხარება (ო. მამფორიას "მეტეხის ჩრდილში"), ფრენსის ნერსი (ა. მილერის "სეილემის პროცესი"), კასიანე (ნ. დუმბაძის "მზიანი ღამე"), ვაჟა (ლ. სანიკიძის "ქუთათურები"), ტომას შერიფი (რ. ნეშის "წვიმის გამყიდველი"), ანტონა (ა. სულაკაურის "წყალდიდობა"), კორნელი (რ. თაბუკაშვილის "დენბურგის ზარი"), თერძი (მოლიერის "გააზნაურებული მდაბიო") და სხვა. წყარო: ხელოვნების კალენდარი : თეატრი, მუსიკა, კინო.-თბ., 1992.-გვ.11-12 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |