The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



საბა მეტრეველი

საბა მეტრეველი
ოფიციალური სახელი:საბა-ფირუზ მეტრეველი
დაბადების თარიღი:29 ივლისი, 1970  (53 წლის)
კატეგორია:კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1994 წელს; 1990-1993წწ. სწავლობდა თბილისის სახწელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტზე გერმანული ენის სპეციალობით; 1997 წელს დაამთავრა უნივერსიტეტის ასპირანტურა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის სპეციალობით.

 1994-2007წწ. მუშაობდა თბილისის 55-ე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; 1994-1995წწ. - პეტრე იბერის რელიგიურ-ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში ლექტორად; 2005-2007წწ. - მცირე აკადემიის მიწვეულ პროფესორად; 2003-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლად; 2009-2013წწ. - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის მოსამზადებელი ცენტრის მასწავლებელად; 1998 წლიდან მუშაობს შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლად; 2011 წელს მიწვეული იყო აგრარული უნივერსიტეტის პროფესორად ბაკალავრიატში; 2014 წლიდან მიიწვიეს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორად დოქტორანტურაში. სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა გაზეთ "თბილისსა" და "ქართულ უნივერსიტეტში", საზოგადოებრივ რადიოში FM 102.4, საპატრიარქოს რადიო "ივერიაში"; მისი სტატიები ხშირად იბეჭდება საინფორმაციო ინტერნეტპორტალებზე: "GHN", "TIIMER.GE" და "SPUTNIK - საქართველო". არის ათი წიგნისა და 80 სამეცნიერო გამოკვლევის, 300-ზე მეტი ჟურნალისტური პუბლიკაციის ავტორი. ფილოლოგიის დოქტორი(2004), არტკრიტიკოსი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მხატვრული სიტყვის ფუნქციისათვის ადრეულ ქართულ აგიოგრაფიაში", დაიცვა 1998 წელს.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2023 - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელი (იუნესკოს მიერ დაწესებულ მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით)
    ფილოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისთვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: