The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



საბა მეტრეველი

საბა მეტრეველი
Legal name:საბა-ფირუზ მეტრეველი
Date of birth:29 July, 1970  (55 years)
Category:Critic, Literary scholar, Scientist, Educator

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1994 წელს; 1990-1993წწ. სწავლობდა თბილისის სახწელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტზე გერმანული ენის სპეციალობით; 1997 წელს დაამთავრა უნივერსიტეტის ასპირანტურა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის სპეციალობით.

 1994-2007წწ. მუშაობდა თბილისის 55-ე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; 1994-1995წწ. - პეტრე იბერის რელიგიურ-ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში ლექტორად; 2005-2007წწ. - მცირე აკადემიის მიწვეულ პროფესორად; 2003-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლად; 2009-2013წწ. - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის მოსამზადებელი ცენტრის მასწავლებელად; 1998 წლიდან მუშაობს შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლად; 2011 წელს მიწვეული იყო აგრარული უნივერსიტეტის პროფესორად ბაკალავრიატში; 2014 წლიდან მიიწვიეს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორად დოქტორანტურაში. 2014 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისა და 2023 წლიდან ქართულო-ამერიკული უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; 2021 წლიდან – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ქართული ენციკლოპედიის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების რედაქციის წამყვანი სამეცნიერო რედაქტორი; 2023 წლიდან – ამავე რედაქციის გამგე. ისი სამეცნიერო ინტერესისა და კვლევის სფეროებია: ლიტერატურის ისტორია, კრიტიკა, ქართული დრამატული თეატრის ისტორია და ესთეტიკა. მის სახელთანაა დაკავშირებული გ. ჩოხელის დამკვიდრება ქართულ თეატრში, კერძოდ, ისი ინსცენირებით 2015 წლის 2 ოქტომბერს ს. ახმეტელის დრამატულ თეატრში გაიმართა პრემიერა სპექტაკლისა "ბედისწერის თეატრი" (გ. ჩოხელის მოთხრობების მიხედვით). სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა გაზეთ "თბილისსა" და "ქართულ უნივერსიტეტში", საზოგადოებრივ რადიოში FM 102.4, საპატრიარქოს რადიო "ივერიაში"; მისი სტატიები ხშირად იბეჭდება საინფორმაციო ინტერნეტპორტალებზე: "GHN", "TIIMER.GE" და "SPUTNIK - საქართველო". არის წიგნებისა და სამეცნიერო გამოკვლევების, 300-ზე მეტი ჟურნალისტური პუბლიკაციის ავტორი. ფილოლოგიის დოქტორი (2004), კრიტიკოსი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მხატვრული სიტყვის ფუნქციისათვის ადრეულ ქართულ აგიოგრაფიაში", დაიცვა 1998 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

Awards and Honors

  • 2023 - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელი (იუნესკოს მიერ დაწესებულ მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით)
    ფილოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისთვის

Bibliography


Share: