The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარიამ ქებაძე

Date of birth:25 January, 1912  (112 years)
Date of death:19??
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბრესტ-ლიტოვსკი.

სწავლობდა თბილისის 46-ე შრომის სკოლაში, პარალელურად კი - მ. პერნის საბალეტო სტუდიაში; 1939 წელს დაამთავრა გრიბოედოვის თეატრთან არსებული დრამატული სტუდია. 

1925-1927 წწ. და 1934-1937 წწ. მუშაობდა თბილისის ოპერის თეატრის საბალეტო დასში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია პოლია (მ. გორკის "მდაბიონი"), მარსელა, ლეონარდა, (ლოპე დე ვეგას "ძაღლი თივაზე", "ქალიშვილი დოქით"), ტანია, საშენკა, (ლ. ტოლსტოის "განათლების ნაყოფი", "ცოცხალი ლეში"),  შუროჩკა აზაროვა  (გლადკოვის "დიდი ხნის წინ"), დორინა (მოლიერის "ტარტიუფი"), დუსია (ა. არბუზოვის "ტანია"),  თეკლე (ი. ვაკელის "დიდი მოურავი"), ლენოჩკა (ი. ტურგენევის "აზნაურთა ბუდე"), დოლორესი (ლ. უკრაინკას "ქვის მბრძანებელი"), ინესა (კალდერონის "სიყვარულს არ ეხუმრებიან"), მარია ანტონოვნა (ნ. გოგოლის "რევიზორი"), ქეთო (შ. დადიანის  "ნაპერწკლიდან"), დეიდა საშიკო (ნ. დუმბაძის "ნუ გეშინია დედა"), კარზუხინა (ძმები ტურების "ერთადერთი მოწმე"), ბებია (ჟამიაკის "კაცი რომელიც იხდის საზღაურს"), ქალი (გ. ხარიუტნენკოს "გაცურვა დავიწყების მდინარეში") და სხვა.  გადაღებულია ფილმებში:  "ჯურღაის  ფარი", "გიორგი სააკაძე", "დავით გურამიშვილი",  "იცოცხლე გენაცვალე", "წინაპართა სახლი".

წყარო: ხელოვნების კალენდარი : თეატრი, მუსიკა, კინო.-თბ., 1992.-გვ.17-18

Awards and Honors

  • 1954 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: