The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გამრეკელ ჯავახიშვილი

Date of birth:13??
Date of death:13??
Category:Nobleman

Biography

XIV  საუკუნის I ნახევრის ქართლის წარჩინებული ფეოდალი. თეძმის ხეობაში დამკვიდრებული თორელების საგვარეულოდან წარმომდგარი ჯავახიშვილების გვარის პირველი წარმომადგენელი - შვილი ჯავახ თორელისა. ჰყავდა ძმა ივანე, და - ბობა, შვილი - სარიჯნა. ჟამთააღმწერლის ცნობით, XIV საუკუნის დასაწყისში, ყაზან-ყაენის სიკვდილის შემდეგ, მეფე ვახტანგ III -სთან (1298-1308) ერთად მონაწილეობდა მონღოლთა ლაშქრობაში გილანელების წინააღმდეგ. 1345 წელს გიორგი V ბრწყინვალემ ურდოში ლაშქრობის დროს ერთგული სამსახურისთვის მას ყმა-მამული უწყალობა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.526


Share: