შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი ჯავახიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ძევერა, გორის რაიონი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1909 წელს. 1928-1938 წწ. მუშაობდა თბილისში, კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფიზიოთერაპიის განყოფილებისა და სტაციონარის გამგედ, 1938-1967 წწ. ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში; ერთდროულად, 1934-1938 წწ. განაგებდა კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კათედრას თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტს, 1938-1959 წწ. კი ამავე კათედრას თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში. იგი შეისწავლიდა საქართველოს მინერალური წყლებისა და სამკურნალო ტალახის (განსაკუთრებით ახტალის) თერაპიული მოქმედების საკითხებს. კურორტოლოგი, საქართველოში საკურორტო საქმის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პროფესორი (1953). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.526 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |