| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი ჯავახიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ძევერა, გორის რაიონი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1909 წელს. 1926-1928წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ფტიზიატრიისა და კურორტოლოგიის ასისტენტად; 1928-1938წწ. თბილისის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფიზიოთერაპიის განყოფილებისა და სტაციონარის გამგედ; 1938-1967წწ. ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში; პარალელურად, 1934-1938წწ. განაგებდა კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კათედრას თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტს; 1938-1959წწ. ამავე კათედრას თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში. ერთ-ერთმა პირველმა შეადგინა სახელმძღვანელო "კურორტოლოგია" (1945). გამოქვეყნებული აქვს წიგნები და ბროშურები. იგი შეისწავლიდა საქართველოს მინერალური წყლებისა და სამკურნალო ტალახის (განსაკუთრებით ახტალის) თერაპიული მოქმედების საკითხებს. კურორტოლოგი, საქართველოში საკურორტო საქმის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პროფესორი (1953). საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის გივი ჯავახიშვილის მამა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.526; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.588; დიმიტრი ჯავახიშვილი : ნეკროლოგი // კომუნისტი. - თბილისი, 1971. - 3 დეკემბერი.-N280 (015190) ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

