The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ ჯავახიშვილი

იოსებ ჯავახიშვილი
დაბადების თარიღი:16 აგვისტო, 1897
გარდაცვ. თარიღი:13 სექტემბერი, 1982  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილ: სოფელი ხოვლე, კასპის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1922 წელს.

1954-1957 წწ. განაგებდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის, სანიტარულ-ჰიგიენისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტების ჰოსპიტალური თერაპიის კათედრას; 1957-1967 წწ. იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მ. წინამძღვრიშვილის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი; 1967-1982 წწ. თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის პროფესორი. იკვლევდა ფილტვისა და გულსისხლძარღვთა დაავადებებს. მისი მონაწილეობით დაარსდა რესპუბლიკური კარდიორევმატოლოგიური დისპანსერი და გაიხსნა კარდიორევმატოლოგიური კაბინეტები რესპუბლიკის სხვადასხვა რაიონში. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1953), პროფესორი (1954).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.527; კომპანია "ავერსი": aversi.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის კარდიოლოგთა საზოგადოება, დამაარსებელი, თავმჯდომარე (1961-1965)
  • საქართველოს კარდიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, საპატიო თავმჯდომარე (1973-)
  • საქართველოს კარდიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე (1966-1973)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: