შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნატალია ჯავახიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა თბილისის ეპარქიულ სასწავლებელში (1889-1892). სცენაზე პირველად გამოვიდა 1901 წელს ავჭალის აუდიტორიაში და შეასრულა მაშიკოს როლი ავქ. ცაგარელის "ციმბირელში". 1902 წელს ნ. ჯავახიშვილი მსახიობად მიიწვიეს თბილისის ქართულ თეატრში. იგი სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდა: თბილისის (1902-1903), ქუთაისის (1903-1904), თბილისის (1905-1919), სოხუმის (1919-1921) და 1921 წელს გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში. შექმნა მრავალი სახასიათო სცენური სახე. როლები:დარეჯანი (ტრ. რამიშვილის "სტუმარმასპინძლობა"), მაიკო (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), არინა გალჩიხა (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), ჟოზეფინა (ს. კლდიაშვილის "გრაფის ქვრივი"), კაროჟნა (დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"), ხანუმა, ქაბატო (ავქ. ცაგარელის "ხანუმა"), ბეფინა (ს. კლდიაშვილის "გრაფის ქვრივი"), მატრონა (ლ. ტოლსტოის "მეუფება წყვდიადისა"), ჰერტრუდა (უ. შექსპირის "ჰამლეტი"), ესთერი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა") და სხვა. დაჯილდოებულია მედლებით. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.528; ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო -თბ., -1992 - გვ.99; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.140; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.81 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |