The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სპირიდონ ჯავახიშვილი

დაბადების თარიღი:1768
გარდაცვ. თარიღი:25 ივლისი, 1815  (47 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. ვაიმარი, გერმანია
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

1812 წლის სამამულო ომის დაწყებისას პავლოგრადის ჰუსართა პოლკს მეთაურობდა. თავი ისახელა 1812 წლის 31 ივლისის (12 აგვისტო) გოროდეჩნის ბრძოლაში, რისთვისაც გადაეცა ოქროს ხმალი წარწერით "მამაცობისათვის". 1812 წლის 8 (20) ოქტომბერს მონაწილეობდა ნაპოლეონის არმიის ლიტვის კორპუსის განადგურებაში; განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინა 14-17 (26-29) ნოემბერს გამართულ ბრძოლებში, რომელთა მიზანი იყო ნაპოლეონის არმიის განადგურება, ვიდრე იგი ბერეზინას გადალახავდა. ჯავახიშვილი მონაწილეობდა 1813-1814 წლის რუსეთის არმიის საზღვარგარეთ ლაშქრობებში. რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1813). 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.528


გააზიარე: