Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლალი ახვლედიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ტყიბული. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიზაციისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი, ავტომატიკა ტელემექანიკის სპეციალობით 1990 წელს. 1990-1992წწ. მუშაობდა ტელევიზორების ქარხანა "ეკრანის" ფილიალ ფირმა "აბგ"-ში ტექნიკური კონტროლის განყოფილების უფროსად. 1992 წელს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ავტომატიზაციის და გამოთვლითი ტექნიკის კათედრაზე დაიწყო მუშაობა ლაბორანტად. 1996-2000წწ. ის ამავე კათედრის ასისტენტი იყო. 1996-2004წწ. ელექტროფიკაციის და ავტომატიზაციის ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ აღმზრდელობით დარგში. 2005 წლიდან ლ. ახვლედიანი გაფორმდა მაძიებლად ეკონომიკურ-ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე სპეციალობით-სასოფლო სამეურნეო წარმოების ეკონომიკა. გამოქვეყნებული აქვს 6 სამეცნიერო ნაშრომი, მეთოდური მითითება და პრაქტიკული სავარჯიშოები MS EXCEL-შ აგრონომიული და აგროსაინჟინრო სპეციალობის ბაკალავრებისთვის საგანში - "კომპიუტერული ტექნოლოგიები". 2003 წელს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ლ. ახვლედიანს გამოეცხადა მადლობა. წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბ., 2008.- გვ.13-14
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |