შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ანპილოგოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1985 წელს. თამაშობდა თბილისის "ბურევესტნიკში" (1970-1985) და გერმანიის "ლანდსჰუტში" (1987-1992), სადაც ჯერ მოთამაშის, შემდეგ კი მოთამაშე მწვრთნელის ფუნქციას ასრულებდა. იყო სსრკ ნაკრების გუნდის წევრი(1975-1987) და საბერძნეთის ქალთა ნაკრების მწვრთნელი (2000-2001). არის სპორტის ოსტატი (1973, ხელბურთი), სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1975), ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1976, კანადა), სსრკ თასის მფლობელი (1978), სუპერთასის მფლობელი (1979, დანია), მსოფლიო თასის მფლობელი (1979, დანია), ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი (1980, მოსკოვი), მსოფლიოს ჩემპიონი (1981, გერმანია), მსოფლიო თასის მფლობელი (1982, გერმანია), სუპერთასის მფლობელი (1983, დანია); 2017 წელს მიენიჭა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ დაწესებული უმაღლესი ჯილდო - "სპორტის რაინდის" წოდება. ხელბურთელი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.162; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პორტალი : geonoc.org.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |