The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამია ჩიკაშუა

დაბადების თარიღი:1924
გარდაცვ. თარიღი:1998  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:დირიჟორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისსაგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი.

მახარაძის საშუალო სკოლის მოწაფე იყო, როცა პირველად სცადა სასაკოლო გუნდის ხელმძღვანელობა. 1942-1946წწ. მახარაძის კულტსახლის გუნდის ხელმძღვანელი იყო. დასავლეთ საქართველოს ბევრ რაიონში იმუშავა, მრავალი საშეფო კონცერტი გამართა საბჭოთა არმიის მეომრებისათვის. შემდეგ თბილისში მუსკომედიის თეატრში მოეწყო მსახიობად და ქორმაისტერად. პარალელურად პირველ მუსიკალურ სასაწავლებელში საგუნდო ლოტბარობას ასწავლიდა. 1949 წელს თბილისის კონსერვატორიაში ჩაირიცხა საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებაზე. 1952-1956წწ. სახელმწიფო კაპელის დირიჟორი იყო. 1957 წელს მოსკოვში მიავლინეს კვალიფიკაციის ასამაღლებლად, სადაც სადირიჟორო წვრთნას პროფ. ა. სვეშნიკოვთან გადიოდა. პარალელურად "კრასნაია ზარიას" კულტსახლის გუნდშიც იმუშავა, რამაც დიდი გამოცდილება შესძინა. 1958 წელს თბილისში ჩატარებულ მახარაძის რაიონის დეკადასთან დაკავშირებით დაევალა ხალხური სიმღერის გუნდის მხატვრული ხელმძღვანელობა. იყო ქალაქ მახარაძის მუსიკალური სკოლის დირექტორი. 1958-1964 წლებში უფროს პედაგოგად მუშაობდა თბილისის კონსერვატორიაში. მეცხრე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე მასწავლებლის სახლის თვითმოქმედმა კაპელამ წარმატება მოიპოვა, რისთვისაც მას II ხარისხის დიპლომი გადაეცა. 1963 წელს სამხედრო ნაწილებში კონსერვატორიის სტუდენტთა გამოსვლებისათვის მადლობა დაიმსახურა. მისი სამეცნიერო ნაშრომებიდან უნდა გამოიყოს "საგუნდო ხელოვნების რითმი" (1954). და "გუნდთან მუშაობა" (მეთოდური მითითებები გუნდის ხელმძღვანელთათვის, 1963). ჩაწერილი აქვს მრავალი ხალხური სიმღერა, ხოლო ზოგიერთი საგუნდოდ მის მიერ არის გადამუშავებული. მრავალი ქორმაისტერის, პედაგოგისა და შემსრულებლის აღმზრდელი იყო. საზოგადოებრივ საწყისებზე უტარებდა კონსულტაციებს თბილისის ნაძალადევის რაიონის ყველა საგუნდო კოლექტივს. 1966 წელს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. ხალხური სიმღერების გუნდის ხელმძღვანელი, ლოტბარი.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.211

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

ბიბლიოგრაფია

  • გუნდთან მუშაობა : მეთოდ. რჩევა-დარიგება მომღერალთა გუნდების ხელმძღვანელებს (ავტორი). - თბილისი, ცოდნა, 1963. - 30გვ.

გააზიარე: