შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ჩხაიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფ აცანა, ოზურგეთის მაზრა. 1909 წელს აცანიდან სუფსაში გადასახლდა საცხოვრებლად. მუშაობდა სუფსის ნავსადგურში, თან შემოქმედებით და საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწეოდა. 1911 წელს სუფსაში გურული სიმღერების შემსრულებელთა ჯგუფი ჩამოაყალიბა. ენერგიულად შეუდგა მუშაობას, თავი მოუყარა ადგილობრივ მომღერლებს და კონცერტები გამართა. მსმენელებს ძალიან მოსწონდათ გუნდის მიერ შესრულებული სიმღერები, გუნდის წარმატება პრესამაც აღნიშნა. 1937 წელს ლანჩხუთის რაიკომის გადაწყვეტილებით გადაიყვანეს ეგნატე ნინოშვილის სახელობის თეატრის ეთნოგრაფიული გუნდის ხელმძღვანელად. 1938 წელს ლანჩხუთელმა მომღერლებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მეხუთე რესპუბლიკურ ოლიმპიადაში, სადაც კოლორიტულად შეასრულეს გურული ხალხური სიმღერები. გუნდმა და მისმა ხელმძღვანელმა ქება დაიმსახურეს. სამამულო ომის დროს გუნდი დაჭრილი მეომრების წინაშე გამოდიოდა კონცერტებით, რისთვისაც მრავალი მადლობის წერილი მიიღო. იგი ხშირად მღეროდა სამუელ ჩავლეიშვილთან, თავის თანატოლ ვარლამ სიმონიშვილთან, ალექსანდრე მახარაძესთან და სხვებთან ერთად. თავის დროზე შემოქმედებითი მეგობრობა აკავშირებდა ძუკუ ლოლუასთან, კიწი გეგეჭკორთან, რემა შელეგიასთან და ხალხური სიმღერის სხვა გამოჩენილ ოსტატებთან. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.215
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |