შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ამბროსე![]()
ბიოგრაფიაXV-XVI საუკუნეების ქართველი მხატვარი-კალიგრაფი, წარმოშობით სამცხედან, ათაბაგ ქაიხოსრო I ჯაყელის (1498-1500) გაზრდილი. 1498 წელს ამბროსეს გადაუწერია და შეუმკია "ფსალმუნნი". 1500 წელს მას ახლადაღსაყდრებულმა ათაბაგმა მზეჭაბუკმა დაავალა ქაიხოსრო I-ის სულის მოსახსენიებლად შეწირულობების განაწილება აღმოსავლეთ საქრისტიანოს სამონასტრო კერებისთვის. ამბროსე ეწვია ათონის მთას, სადაც მოაჭედინა ან თვით მოჭედა პორტაიტის ღვთისმშობლის ხატი. 1501 წელს ამბროსე გაემგზავრა იერუსალიმს და აქ ოთხთავი გადაწერა. შესაძლოა ის იყოს XVI საუკუნის I ნახევარში ალასტნის ჭალთა წმ. გიორგის მონასტერში გადაწერილი მეტაფრასის ერთ-ერთი ანდერძ-მინაწერში მოხსენიებული ამავე მონასტრის წინამძღვარი ამბროსე. წყარო: ქართული წყაროთმცოდნეობა. - თბილისი, 2011/2012. - [ტ.] XIII-XIV/ თემო ჯოჯუა. - გვ.103-152.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |