The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ამილახვარი

ალექსანდრე ამილახვარი
დაბადების თარიღი:20 ოქტომბერი, 1879
გარდაცვ. თარიღი:21 აგვისტო, 1968  (88 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ნიუ-იორკი, ნოვო-დივეევოს რუსული მონასტერი
კატეგორია:დიდგვაროვანი, პოლიტიკოსი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი, 1901 წელს კი - პაჟთა კორპუსი. 

დაიბადა ცნობილ არისტოკრატულ ოჯახში. ჩამოაყალიბა და სათავეში ჩაუდგა დრაგუნთა ქართულ პოლკს; პირველი მსოფლიო ომის დროს, 1914-1916წწ. მსახურობდა "ველურ დივიზიაში"; რუსეთში სამოქალაქო ომის დასაწყისში დონის კაზაკებთან ერთად ებრძოდა ბოლშევიკებს; 1917 წლიდან თბილისში მოღვაწეობდა; 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კონსტანტინეპოლში, შემდეგ პარიზში გადასახლდა; თანამშრომლობდა ემიგრაციულ ჟურნალ-გაზეთებში; 1924 წელს იყო "ოქროს საწმისის" ერთ-ერთი დამფუძნებელი; 1926 წლიდან აქტიურად ჩაება "პრომეთეისტულ" მოძრაობაში. ელიზბარ ვაჩნაძესთან, მერაბ ჯორჯაძესა და ნიკოლოზ ჩქოტუასთან ერთად მონაწილეობდა ესპანეთის სამოქალაქო ომში გენერალ ფრანსისკო ფრანკოს მხარეზე; 1945-1954წწ. ცხოვრობდა პერუში, 1957 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში; იყო ნიუ-იორკის ინვალიდთა კავშირის თავმჯდომარე. თავადი, ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი, 1921 წლიდან - პოლიტიკური ემიგრანტი.

წყარო: presa.ge


გააზიარე: