შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი ცომაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა ფოთის ვაჟთა პირველი საშუალო სკოლა, ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა 1955 წელს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი. 1955 წელს კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტზე მოეწყო. კონსერვატორიაში სწავლის პირველი წლიდანვე მუშაობა დაიწყო ბინაზე მომუშავეთა თბილისის პროფკავშირის საქალაქო კომიტეტის მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელად. პარალელურად 1957 წლიდან საქართველოს სახელმწიფო კაპელაში მღეროდა, ხოლო კონსერვატორიის დასრულების შემდეგ, 1960 წლიდან, ამავე კაპელის დირიჟორი იყო. პედაგოგიურ მუშაობასაც ეწეოდა. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის მეორე მუსიკალურ სასწავლებელში ახალგაზრდებს ასწავლიდა საგუნდო-სადირიჟორო ოსტატობას და სპეციალურ სადირიჟორო კლასს ხელმძღვანელობდა. ბევრი მისი მოსწავლე კონსერვატორიის სტუდენტი გახდა. მონაწილეობა მიიღო 1958 წელს მოსკოვში გამართულ საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების მეორე დეკადაში. ოლიმპიადებზე და დათვალიერებებზე მოპოვებული წარმატებებისათვის მიღებული აქვს მრავალი ჯილდო. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.220
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |