შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ესაკია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1961 წელს. 1961-1974წწ. მუშაობდა სსრ კავშირის სატრანსპორტო სისტემაში: თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობაზე ცვლის, უბნისა და შახტის უფროსად; 1974-1976წწ. საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტში სახელმწიფო ექსპერტიზის სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 1977-1980წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს მშენებლობის განყოფილებაში უფროს რეფერენტად; 1980-1987წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს თამჯდომარის თანაშემწედ; 1987-1990წწ. იყო საქართველოს საავტომობილო გზების მინისტრის მოადგილე; 1990-1992წწ. სამინისტროების გაერთიანების შემდეგ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მინისტრის მოადგილე; 1992-2003წწ. საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე; მონაწილეობდა თბილისის მეტროპოლიტენის "დიდუბის", "ნაძალადევის", "ვაგზლის მოედნის" მიწისქვეშა სადგურებისა და გადასარბენი გვირაბების სარკინიგზო ხაზის, მცხეთის შემოსავლელი და ნატახტარი-იგოეთის I კატეგორიის გზების, სოხუმისა და გაგრის შემოსავლელი გზებისა და გვირაბების მშენებლობაში, საქართველოს სამხედრო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებში; ხელმძძღვანელობდა საქართველოს საავტომობილო გზებზე განლაგებული გვირაბების ექსპლუატაციას; დაჯილდოებულია საპატიო სიგელებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.217; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.270 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |