შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აჰმედ-ფაშა ჯაყელი![]()
ბიოგრაფიააჰმედ-ფაშა - ახალციხის ფაშა 1745-1758 წლებში, ისაყ I-ის ძე. აჰმედ-ფაშა სამთუღიანი ფაშა იყო და სულთნის ვეზირად ითვლებოდა. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ახალციხის საფაშოში მაჰმადიანობის შემდგომ გავრცელებასა და მუსლიმანთა საკულტო ნაგებობების მშენებლობას. მისი განკარგულებით ააგეს ახალციხეში აჰმედის სახელობის დიდი მეჩეთი, რომელთანაც დააარსეს სასულიერო სასწავლებელი და ბიბლიოთეკა. მის დროს განსაკუთრებით გაუარესდა საქართველოს მდგომარეობა. ახალციხის ფაშა თვითონ აწესებდა იმერეთის სამეფოდან თურქებისათვის მისაყიდ ტყვეთა რაოდენობას. როდესაც იმერეთის მეფე სოლომონ I-მა თურქებს ხარკი შეუწყვიტა, სულთან მუსტაფა III-ის დავალებით აჰმედ-ფაშა დაუკავშირდა არზრუმისა და ყარსის ფაშებს, დაღესტნელ ფეოდალებს და 1757 წელს 40-ათასიანი ლაშქარი გაგზავნა იმერეთში. სოლომონმა ხრესილის ველზე სასტიკად დაამარცხა ოსმალეთის ჯარი. ამ მარცხის გამო სულთანმა მუსტაფა III-მ აჰმედ-ფაშა თანამდებობიდან გადააყენა და ციხეში ჩასვა. აჰმედ-ფაშა ციხიდან გაიპარა, მაგრამ მალე ხელახლა დაატყვევეს და სულთნის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.309
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |