The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ჭუმბურიძე

დაბადების თარიღი:1910
გარდაცვ. თარიღი:1986  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

1924 წლიდან თბილისის პედაგოგიურ ტექნიკუმში სწავლობდა. 1930 წელს შევიდა თბილისის ახლად დაარსებულ მუშა-ახალგაზრდობის თეატრის სტუდიაში; ასწავლიდნენ შოთა აღსაბაძე, შოთა მანაგაძე და სხვები. 1933 წლიდან მუშა-ახალგაზრდობის თეატრის მსახიობად ჩაირიცხა. პარალელურად სწავლობდა თბილისის მუსიკალურ მუშფაკში. კონსერვატორიაში ოლგა შულგინასთან დაეუფლა ვოკალის ხელოვნებას. გამოდიოდა ესტრადაზე. 1937 წელს მონაწილეობა მიიღო მოსკოვსა და ლენინგრადში ჩატარებულ სადეკადო კონცერტებში. ომამდე ხალხური შემოქმედების სახლის მუსიკალურ სექციას უძღვებოდა. 1940-1950წწ. ოპერის სოლისტი იყო. შესრულებული აქვს კოტეს პარტია "ქეთო და კოტეში", არლეკინი "ჯამბაზებში" და სხვა. ხანდახან მოკარნახის რთულ მოვალეობასაც აკისრებდნენ. ომის დროს სამასზე მეტ საშეფო კონცერტში მიიღო მონაწილეობა. 1956 წლიდან თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელი იყო. 

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.230

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: