The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ჩხაიძე

ვახტანგ ჩხაიძე
დაბადების თარიღი:20 სექტემბერი, 1926
გარდაცვ. თარიღი:1987  (60 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ფერიის სასაფლაო, ბათუმი
კატეგორია:მეზღვაური

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი აცანა, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელის გემთწამყვანობის ფაკულტეტი 1947 წელს; 1947-1948 წლებში  საშტურმანო სტაჟირება გაიარა შავი ზღვის ფლოტის ფოთის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე; ოდესის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი (ОВИМУ) ინჟინერ-გემთწამყვანის სპეციალობით 1979 წელს.

1948 წელს ახალგაზრდა შტურმანი განაწილებით  კასპიის საზღვაო სანაოსნოში მოხვდა და მომდევნო წლებში თბომავალ «Дагестан»-ის კაპიტნის მესამე, მეორე და უფროსი თანაშემწის მოვალეობებს ასრულებდა; 1951 წელს სამშობლოში ბრუნდება და საქმიანობას ამჯერად ფოთის საზღვაო ნავსადგურში განაგრძობს, 1955 წლამდე ლოცმანად, 1956 წლიდან კი ფოთის პორტის ავარიულ-სამაშველო გემ «Орша»-ს კაპიტნად. მდიდარი საზღვაოსნო პრაქტიკის მქონე და უკვე  გამოცდილი შტურმანი 1956 წლიდან შორეულ ნაოსნობაშია: კაპიტნის მესამე, მეორე და უფროს თანაშემწედ დაცურავს შავი ზღვის სანაოსნოს ტანკერებზე - «Фрунзе» (1956-1958), «Клайпеда» (1958-1959) და «Пекин»-ი (1959-1963), ხოლო 1963 წელს, ტანკერ «Дзержинск»-ის კაპიტანი ხდება. 1966-წელს ნოვოროსიისკის სანაოსნოს ახალი ტანკერის «Генерал Бочаров»-ის ეკიპაჟის მეთაურობას იბარებს; 1967 წელს კი  ბათუმში ჩამოდის და ახლად დაარსებული საქართველოს საზღვაო სანაოსნოს სათავეებთან დგება, ასრულებს სანაოსნოს უფროსის მოადგილის მოვალეობას საზღვაო ნაოსნობის დარგში. საკუთარი სურვილით მალე ანებებს თავს ადმინისტრაციულ საქმიანობას  და კაპიტნად  კვლავ შორეულ ნაოსნობაში მიდის; 1971 წელს ვ. ჩხაიძემ მიიღო და ექსპლუატაციაში გაუშვა საქართველოს სანაოსნოსათვის ხორვატიაში აგებული ახალი ტანკერი «Батуми», რომლის ეკიპაჟსაც იგი მომდევნო ორი წლის მანძილზე მეთაურობდა; 1973 წელს მანვე  პოლონეთში, შჩეცინის გემთსაშენ ქარხანაში ჩაიბარა უახლესი მოდიფიკაციის ბალკერი «Генерал Леселидзе», 1975 წელს კი კვლავ ხორვატიაში, სპლიტის გემთსაშენში მიიღო ახალი ტანკერი «Сухуми», რომლის ეკიპაჟსაც იგი 1981 წლამდე მათაურობდა. 1981 წელს საბოლოოდ დაუბრუნდა ნაპირს და 1986 წლამდე, პენსიაზე გასვლამდე ბათუმის საზღვაო ნავსადგურის უფროსის მოადგილის, პორტის კაპიტნის მოვალეობას ასრულებდა. შორეული ნაოსნობის კაპიტანი.


გააზიარე: