შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ევგენი ბიუსი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. იურიევი (ახლანდელი ტარტუ - ესტონეთი). დაამთავრა იურიევის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, მუშაობა დაიწყო იქვე ასტრონომიულ ობსერვატორიაში. ევგენი ბიუსი იყო ამიერკავკასიაში თანამედროვე სეისმური სამსახურის ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1912-1920 წლებში იყო ბაქოს სეისმური სადგურის, 1921-1923 კი წლებში თბილისის სეისმური სადგურის გამგე. 1933 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტში, სადაც ხელმძღვანელობდა სეისმოლოგიურ სამუშაოებს. მისი ძირითადი შრომები ეხება ამიერკავკასიის ტერიტორიის სეისმურობის საკითხებს. ევგენი ბიუსის გამოკვლევები საფუძვლად დაედო ამიერკავკასიის სეისმურ დარაიონებას და სეისმომედეგი მშენებლობის დადგენას. ივანე ჯავახიშვილის წინადადებით, საქართველოში ქრისტიანობის შემოღების თარიღის დასაზუსტებლად ჩაატარა IV საუკუნის I ნახევარში საქართველოში ხილულ მზის დაბნელებათა პირობების კვლევა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1965), გეოფიზიკოსი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.443 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |