შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იან ბრაუნი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლოძი, პოლონეთი. დაამთავრა ლოძის უნივერსიტეტი 1951 წელს. 1951-1955 წლებში ასპირანტურის კურსი გაიარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკაკი შანიძის ხელმძღვანელობით და აქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "ქართული ზმნის მრავალპირიანობა" (1955). სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ვარშავის უნივერსიტეტში, სადაც კითხულობდა ზოგადი ენათმეცნიერების, შუმეროლოგიის და ე. წ. აზიანიკური ენების შედარებითი გრამატიკის კურსს. განსაკუთრებით ნაყოფიერად იკვლევდა ბასკურ-კავკასიურ ენათა ურთიერთობის პრობლემას, იცავდა ამ ენების გენეტიკური ნათესაობის თეორიას. აღწერა კრაკოვში დაცული ქართული ხელნაწერები (1958). მისი მეცნიერული თანამშრომლობით და კონსულტაციით გამოქვეყნდა პოეტ იეჟი ზაგურსკის მიერ თარგმნილი "ვეფხისტყაოსნის" პირველი სრული გამოცემა პოლონურ ენაზე. ის იყო აგრეთვე მეცნიერ-კონსულტანტი იგორ სიკირიცკის მიერ პოლონურ ენაზე შედგენილი ქართული პოეზიის ანთოლოგიისა (ლოძი, 1985) და ინგლისელი ქართველოლოგის დევიდ მარშალ ლანგის ნაშრომის "ძველი საქართველოს" პოლონურ ენაზე (1972). პოლონურად თარგმნა ნ. ბარათაშვილის, ა. წერეთლის, გ. ლეონიძის რამდენიმე ლექსი, ს. ს. ორბელიანის იგავ-არაკები, ქართული ფოლკლორის ნიმუშები. პოლონელი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი და ბასკოლოგი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.478 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |