The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლელა გაჩეჩილაძე

ლელა გაჩეჩილაძე
დაბადების თარიღი:1967  (58 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური  ინსტიტუტის გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1990 წელს.

1990 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის  ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრაზე. 2005-2006წწ. ის მოსკოვის ეკონომიკის, სტატისტიკის და ინფორმატიკის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალის და 2007 წლიდან საქართველოს საზოგადოებრივ ურთიერთობათა უნივერსიტეტის ინფორმაციული და საინჟინრო ტექნოლოგიების სკოლის ასოცირებული პროფესორია. ლ. გაჩეჩლაძე ბიზნესკომუნიკაციის ცენტრ "bkc თბილისის" წარმომადგენელია IST-ის გენერალური დირექციის მხარდაჭერით განხორციელებულ საერთაშორისო პროექტებში (2001-2003) და TACIS-CAUCASUS-BCC/თბილისი საერთაშორისო პროექტში(1997-2000). ლ. გაჩეჩილაძე მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციისა და შრომის ავტორია. წიგნის - "ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება Java ენაზე" ელექტრონული ვერსია განთავსებულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ივერიელის ფონდში dspace.nplg.gov.ge ; ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი(2006), ასოცერებული პროფესორი.

სადისერტაციო თემა - "ეკოლოგიურად საშიში ობიექტების მომსახურების საოპტიმიზაციო მოდელები და მათი გადაწყვეტის მეთოდები". 

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი., 2008.- გვ.29-31

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: