შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბარბარე ჯაფარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. საჩხერე. 1904 წლიდან ბაქოში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას და განაგებდა ბიბლიოთეკას. მისი ბინა რევოლუციონერთა თავშეყრის ადგილი იყო, 1912 წელს მოსკოვში შევიდა უმაღლეს პედაგოგიურ კურსებზე, სადაც მუშაობდა სტუდენტთა არალეგალურ ორგანიზაციაში და მონაწილეობდა რევოლუციურ გამოსვლებში. 1914 წელს ალიოშა ჯაფარიძესთან ერთად თბილისში ჩამოვიდა და განაგრძო პედაგოგიური და რევოლუციური მოღვაწეობა. 1917 წელს კვლავ ბაქოში იყო, შემდეგ ასტრახანში გაემგზავრა, საიდანაც კიროვის დახმარებით მოსკოვში ჩავიდა. აქედან დაბრუნდა თბილისში. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე. რევოლუციური მოძრაობის მონაწილე ამიერკავკასიაში. 1901 წლიდან გახდა პროკოფი (ალიოშა) ჯაფარიძის მეუღლე და თანამებრძოლი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.543; www.ourbaku.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |