The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ვინოგრადოვი

ალექსანდრე ვინოგრადოვი
დაბადების თარიღი:21 სექტემბერი, 1925
გარდაცვ. თარიღი:1980  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მალოსრედნი, სმოლენსკის ოლქი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის ფაკულტეტი 1951 წელს.

1951-1955წწ. მუშაობდა სსრკ სატრანსპორტო მშენებლობის სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "კავკასტრანსმშენპროექტში" ინჟინრად, უფროს ინჟინრად; 1955-1960წწ. ჯგუფის ხელმძღვანელად; 1960-1963წწ. მივლინებით იმყოფებოდა აფრიკისა და აზიის ქვეყვებში; 1963-1972წწ. იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის, მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების ინსტრუქტორი; 1972 წლიდან განყოფილების გამგის მოადგილე; კურირებდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "კავკასტრანსმშენპროექტის" ("კავგიპროტრანსი"), სამშენებლო ორგანიზაცია "თბილმეტრომშენს", მნიშვნელოვანი სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების - "ენგურჰესის", "გაგრა-ხოსტის" საავტომობილო ტრასის, თბილისის მეტროპოლიტენის მეტროსადგურების - "მარჯანიშვილი", "რუსთაველი", საშენ მასალათა მრეწველობის მსხვილი ობიექტების მშენებლობას; დაჯილდოებულია მედლებით და საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.228

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: