შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ ზაქარეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს. 1963-1966წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის სისტემაში სამუშაოთა მწარმოებლად; 1966-1968წწ. მიწისძვრისგან დაზიანებული ქ. ტაშკენტის აღდგენით სამუშაოებზე, მოძრავ-მექანიზებული კოლონის მთავარ ინჟინრად;1968-1977წწ. N2 სამშენებლო ტრესტის N5 სამშენებლო სამმართველოში მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად; 1977-1981წწ. იყო ამავე ტრესტის მთავარი ინჟინერი; 1981-1984წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტის მმართველი; 1984-1991წწ. რუსთავის სახლმშენებელი კომბინატის დირექტორი; 1991-1996წწ. მონაწილეობდა ქ. გროზნოს აღდგენით სამუშაოებში; 1996 წლიდან იყო სამშენებლო დარგის სხვადასხვა კერძო სტრუქტურებში; პროფესიული საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე ხელმძღვანელობდა მრავალი მნიშვნელოვანი სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტის მშენებლობას; დაჯილდოებულია საქართველოსა და ჩეჩნეთის სახელმწიფო ჯილდოებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.236 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |