შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ზედგენიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ამიერკავკასიის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი წყალმომარაგებისა და წყალარინების სპეციალობით 1945 წელს. 1946 წლიდან იყო ზემოაღნიშნული ინსტიტუტის ჰიდრავლიკისა და წყალმომარაგების კათედრის ასპირანტი, ხოლო საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ ასისტენტი და დოცენტი; 1961 წლიდან ირჩევენ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის წყალმომარაგების და წყალარინების კათედრის გამგედ; ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევით განყოფილებას; იყო კომუნალური მეურნეობის დარგის მრავალი სპეციალისტის აღმზრდელი და ამ დარგის მოამაგე; მისი ინიციატივით კათედრასთან დაარსდა კომუნალური და სამრეწველო წყალმომარაგების და წყალარინების სამეცნიერო-საკვლევი დარგობრივი ლაბორატორია, რომელმაც შემოიკრიბა ამ დარგში მომუშავე რესპუბლიკის წამყვანი სპეციალისტები; დაჯილდოებული იყო არაერთი სახელმწიფო ორდენითა და მედლით; სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1975 წელს. პროფესორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.236
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |