შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გინა გურეშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1986 წელს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1990 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. 1990-1994წწ. მუშაობდა რკინა-ბეტონის კონსტრუქციების კათედრაზე უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1997 წელს იყო პრეზიდენტის სტიპენდიანტი. 2006 წელს კონკურსის შედეგად არჩეულ იქნა სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად. 2007 წლიდან გინა გურეშიძე საქართველოს საინჟინრო აკადემიის მრჩეველია და აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. გამოქვეყნებული აქვს 2 მეთოდური მითითება, სახელმძღვანელო და 40 სამეცნიერო სტატია. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1990), დოცენტი (1994), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (2006-2013); 2013 წლიდან დღემდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი. ტექნიკის დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მსუბუქი ბეტონის საკედლე პანელების ბზარმედეგობის გაზრდა რღვევის მექანიკის პოზიციიდან". წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ.48-49; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი: construction.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |