The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კოწია გელოვანი

კოწია გელოვანი
ოფიციალური სახელი:კონსტანტინე გელოვანი
დაბადების თარიღი:8 დეკემბერი, 1873
გარდაცვ. თარიღი:1932  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქუთაისის გუბერნია.

1892 წლიდან მსახურობდა მეფე მიხეილ თევდორეს ძის, ერევნის მე-13 ლეიბ-გრენადერთა პოლკში. დაამთავრა ტფილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი და 1897 წელს მიენიჭა პოდპორუჩიკის წოდება; 1904 წლამდე იმავე პოლკში მსახურობდა; რუსეთ-იაპონიის (1904-1905) ომის დროს გადაიყვანეს ყუბანის მე-7 პლასტუნის ბატალიონში; 1904 წლიდან პოდესაული; 1907 წელს დააბრუნეს ერევნის პოლკში; 1907 წლიდან შტაბს-კაპიტანი; პირველი მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ჩრდილო-დასავლეთ ფრონტზე; მეთაურობდა IV ბატალიონს; ბრძოლაში დაიჭრა, მაგრამ გააგრძელა სამსახური; 1916 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება; პოლკში მსახურობდა მის დაშლამდე; 1916 წლის დეკემბერში, დაინიშნა კავკასიის ახლადშექმნილ, მე-2 არმიის კორპუსთან არსებულ, კავკასიის მე-2 გრენადერთა დივიზიის მანგლისის 23-ე გრენადერთა პოლკის მეთაურად; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების შემდეგ დიდი წვლილი მიუძღვის ქართული რეგულარული არმიის შექმნაში; იყო სამხედრო საბჭოს წევრი; 1918-1921წწ. იყო ქართული არმიის პირველი დივიზიის მე-4 ლეგიონის მეთაური. თავადი, რუსული და ქართული არმიების მთვარსარდალი, 1919 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის : მედალი "რომანოვების სახლის მეფობის 300 წლისთავისათვის" (1913), მედალი "1812 წლის სამამულო ომის 100 წლისთავისათვის" (1912), მედალი "პოლტავის ბრძოლის 200 წლისთავისათვის" (1909), ორდენი "განსაკუთრებული დამსახურებისათვის" (The Distinguished Service Order (DSO), დიდი ბრიტანეთი) და სხვ.

წყარო: grwar.ru

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1915 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (ხმლებითა და ბანტით)
  • 1915 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი (ხმლებითა და ბანტით)
  • 1915 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი (ხმლებითა და ბანტით)
  • 1915 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
  • 1905 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი
  • 1905 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი (ხმლებითა და ბანტით)

გააზიარე: