შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯიმშელი ჯიმშელეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ცხუნკური, წყალტუბოს რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1929 წელს. 1930 წლიდან იყო საკავშირო საპროექტო-საძიებო ინსტიტუტ "ჰიდროენერგოპროექტის" თბილისის განყოფილებაში ინჟინერი, ჯგუფის უფროსი; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1934 წლიდან არის ხრამჰეს-1-ის საპროექტო ბიუროს ძალოვანი კვანძის მთავარი ინჟინრის მოადგილე, ბიუროს უფროსი; 1934-1939წწ. მისი ხელმძღვანელობით დაპროექტებულია დაშტაკულარის, სადახლოს, თრიალეთის, ცაგერის, სოლორის, კეხვის, რიწეულისა და ცხინვალის ჰესები. 1938-1955წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კათედრას; 1936-1942წწ. - სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1943-1967წწ. - თბილისის ნაგებობათა და ჰიდროენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1956 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში კითხულობდა ლექციების კურსს "ჰიდროტექნიკური მშენებლობის" სპეციალობაში; მისი სამეცნიერო მოღვაწეობა მიმდინარეობდა ღია კალაპოტების ჰიდროტექნიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობების ახალი რაციონალური კონსტრუქციების შექმნის მიმართულებით; ავტორია 45 გამოქვეყნებული ნაშრომის. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1939), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1952), პროფესორი (1954). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.565; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.454-455 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |