The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნაპო თოდუა

ნაპო თოდუა
დაბადების თარიღი:7 იანვარი, 1936  (89 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი აბასთუმანი, ზუგდიდის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1962 წელს.

1962-1979წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის ფოთის სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად; 1979-1982წწ. სამშენებლო ტრესტ "კოლხთმშენის" ფოთის N2 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსად; 1982-1986წწ. საქართველოს კომუნალური მეურნეობის სამინისტროს ფოთის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსად; 1986-1990წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N10 სამშენებლო ტრესტის N1 სამშენებლო სამმართველოს უფროსი; ხელმძღვანელობდა ფოთში ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლების, პოლიკლინიკის, საშუალო სკოლების, საბავშვო ბაღების, სამკერვალო ფაბრიკის, წისქვილქარხნის ურთულესი საინჟინრო ნაგებობის მშენებლობას; მონაწილეობდა მდინარე რიონზე წყალქვეშა დიუკერის მოწყობისა და მეშვიდე კილომეტრის ხიდის გამაგრების სამუშაოებში; არის რამდენიმე გამოგონების ავტორი, რამდენიმე მოწვევის ფოთის საქალაქო საბჭოს დეპუტატი, მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.247-248

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ფოთის საპატიო მოქალაქე

გააზიარე: