The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი თოფაძე

ირაკლი თოფაძე
დაბადების თარიღი:1 მაისი, 1905
გარდაცვ. თარიღი:1990  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ყაზბეგი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტი იმჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1932 წელს.

1928 წლიდან მუშაობდა საქართველოს განათლების სამინისტროს ტექნიკურ განყოფილებაში ტექნიკოსად; 1928-1930წწ. ხევსურეთის სოფლებში - ბარისახოში, ხახმატსა და შატილში - სკოლებისა და საავადმყოფოს (ბარისახოში) მშენებლობაზე; 1930-1932წწ. სამშენებლო ტრესტ "ახალმშენში" სამუშაოთა მწარმოებლად; 1932-1933წწ. გაერთიანება "საქჩაის" სამშენებლო ტრესტებში ინჟინერ-ინსპექტორად; 1933-1934წწ. მინერალური წყლის "ყაზბეგის" ჩამოსასხმელი ქარხნის მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად; 1935-1937წწ. მუშაობდა თბილისში ავჭალის ფოლად-თუჯის სხმულების ქარხანა "ცენტროლიტის" მშენებლობაზე მთავარ ინჟინრად; 1938-1941წწ. ტურისტულ სამმართველოში - მთავარ ინჟინრად; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში - თავდაცვის ობიექტების სამშენებლო უბნის უფროსად; 1945-1946წწ. იყო სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის" საწარმოო განყოფილების უფროსი; 1945-1950წწ. "ჩითახევჰესის" მშენებლობის მთავარი ინჟინრის მოადგილე და საწარმოო განყოფილების უფროსი; 1950-1954წწ. ტყიბულის მაღაროთა სამმართველოს გამამდიდრებელი ფაბრიკის მშენებლობის მთავარი ინჟინერი და მშენებლობის უფროსი; 1954-1955წწ. "შაორჰესის" მშენებლობის მთავარი ინჟინერი; 1955-1957წწ. "საქმთავარენერგოს" უფროსის მოადგილე; 1957-1960წწ. საბჭოთა კავშირის ქვანახშირის მრეწველობის, ტრესტ საქნავთობისა და სამთამადნო ობიექტების სამშენებლო სამმართველოს უფროსი; 1960-1963წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტ "თბილმრეწვმშენის" მთავარი ინჟინერი; 1963-1972წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ კომუნალური მეურნეობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "საქკომუნრემმშეს", იყო სამინისტროს კოლეგიის წევრი; 1972-1974წწ. მუშაობდა იმავე სამინისტროს საპროექტო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ; 1974-1976წწ. კომუნალური მეურნეობებისა და ქალაქების კეთილმოწყობის სამმართლოს უფროსად; 1977 წლიდან სსრ კავშირის ტექნოლოგიურ ინსტიტუტ "ორგწყალმშენის" თბილისის განყოფილებაში მთავარ სპეციალისტად.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.248

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის მედალი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: