შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ თოფურია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნახარებაო, მარტვილის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1969 წელს. მუშაობდა "საქქიმმრეწვის" სპეციალიზებულ საკონსტრუქტორო ბიუროში ინჟინერ-კონსტრუქტორად, მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკაში სპეციალიზებულ სამონტაჟო სამმართველოს უფროსად, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 და N3 სამშენებლო ტრესტში განყოფილების უფროსად, თბილისის სამშენებლო-ტექნიკურ სასწავლებელში დირექტორის მოადგილედ, საქართველოს მშენებლობის სამინისტროში განყოფილების გამგედ, საბინაო მშენებლობის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ; იყო სამშენებლო-სამონტაჟო საწარმოო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" უფროსის მოადგილე, ჰოლდინგურ კონპანია "თბილქალაქმშენის" ვიცე-პრეზიდენტი, სს "მშენებლის" გენერალური დირექტორი; 1999 წლიდან არჩეულ იქნა სს "თბილქალაქმშენის" გენერალურ დირექტორად; მისი მონაწილეობით დაპროექტდა და აშენდა მრავალი საცხოვრებელი სახლი, საყოფაცხოვრებო, კულტსაგანმანათლებლო და ადმინისტრაციული შენობა, გლდანის, ვარკეთილის, დიდი დიღმის, ფონიჭალის საცხოვრებელი მასივები, მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებში აღდგა და აშენდა საცხოვრებელი და სხვა დანიშნულების ობიექტები; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; სხვადასხვა დროს მიღებული აქვს საქართველოს პრეზიდენტის მედლები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.248-249 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |