Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იუზა თოფურია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხუნწი, მარტვილის რაიონი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს. 1959-1964წწ. შრომითი საქმიანობა დაიწყო როსტოვის სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "სამხრეთფოლადკონსტრუქციების" ("იუჟსტალკონსტრუქციის") რუსთავის სამონტაჟო სამმართველოში ოსტატად; მუშაობდა ამავე სამმართველოს ქუთაისის, ჭიათურის, ზესტაფონის უბნებზე სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1964-1966წწ. იყო ამავე ტრესტის ქუთაისის სამმართველოს მთავარი ინჟინერი, უფროსი; 1966-1972წწ. რუსთავის სამმართველოს უფროსი; 1972-1995წწ. მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სპეციალური და სამონტაჟო სამუშაოების მთავარი სამმართველოს "საქმთავარმონტაჟსპეცმშენის" უფროსის მოადგილედ; 1995 წლიდან სს ბიზნესცენტრ "მონტაჟსპეცმშენის" გენერალური დირექტორია; ხელმძღვანელობდა რუსთავის მეტალურგიული და ზესტაფონის ფეროშენადნობის ქარხნების, თბილისის ქარხანა "ცენტროლიტის", რუსთავის ქიმიური, გორის ბამბეულისა და ჭიათურის მანგანუმის კომბინატების, თბილისსა და ერევნის ტელეანძების, კოსმოსში გასაშლელი ანტენის სტენდის (საგურამოში) დამონტაჟებას, სხვადასხვა სპეცდანიშნულების რთული საინჟინრო ნაგებობების მშენებლობას; მონაწილეობდა ჭიათურის მანგანუმის გამამდიდრებელი ფაბრიკის, ქუთაისის ავტოქარხნის, რკინაბეტონისა და ელექტრომექანიკური ქარხნების, საკონდიტრო და საქსოვი კომბინატების, სენაკის ხალიჩების ფაბრიკის, ზუგდიდის ფაიფურისა და სოხუმის ხელსაწყოების ქარხნების, ინგირის ქაღალდის კომბინატის, ეშერის წისქვილკომბინატისა და სხვა მნიშვნელოვანი სამრეწველო ობიექტების მშენებლობა-რეკონსტრუქციაში; არის სახელმწიფო ორდენებისა და მედლების კავალერი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.249-250 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |