Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რომეო თუთაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1943 წელს. 1957 წლიდან დაიწყო შრომითი საქმოანობა; სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა: "თბილმშენინდუსტრიის" ასფალტ-ბეტონის ქარხანას, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს საწარმოო ტრესტ "საქმშენინდუსტრიის" რკინაბეტონის კომბინატს, იმავე სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N9 სამშენებლო სამმართველოს; იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N14 სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილე, N3 სახლმშენებელი კომბინატის კარკასულ-პანელოვანი ქარხნის დირექტორი; 1994 წლიდან იყო სს კარკასულ-პანელოვანი ქარხანა "მაღელივმშენის" გენერალური დირექტორი; უშუალოდ მონაწილეობდა (16 და 18-სართულიანი) საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების სეისმომედეგი, უნიფიცირებული ანაკრები რკინაბეტონის კარკასული ნაკეთობების (სერია-იის-04) ათვისებისა და დანერგვის საქმეში, რისთვისაც სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს პრემიის ლაურეატობა მიენიჭა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.251; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.293 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |