Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რაფი თურქიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1951 წელს. სამუშაოდ გაანაწილეს უკრაინაში, დონეცკის ქვანახშირის მოპოვების აუზში, სადაც მუშაობის დაწყებიდან ორ წელიწადში, ცვლის ინჟინრის თანამდებობიდან დაწინაურდა შახტმშენებელი სამმართველოს უფროსის თანამდებობამდე; 1955 წელს დაინიშნა უმსხვილესი შახტსამშენებლო ტრესტის "სტალინშახტაგაყვანის" მთავარ ინჟინრად; რამდენიმე წლის შემდეგამ ტრესტის მმართველი იყო 1977 წლამდე; 1977 წლიდან რესპუბლიკური გაერთიანება "უჯრშახტმშენს" ხელმძღვანელობდა; 1987 წლიდან იყო საპროექტო-ტექნოლოგიურ ტრესტ "ორგტექშახტმშენის" უცვლელი მმართველი; ჩერნობილის ატომურ სადგურზე მომხდარი კატასტროფის შემდეგ ხელმძღვანელობდა ატომური რეაქტორის ქვეშ ბეტონის მძლავრი ფილის შექმნის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს, რეკორდულ ვადაში (41 დღეში) მოწყობილი ბეტონის ფილა საიმედოდ ასრულებს თავის დანიშნულებას; 1956 წელს მისი უშუალო ხელმძღვანელობით დამყარებულ იქნა შახტების ვერტიკალური ჭაურების გაყვანის მსოფლიო რეკორდი (281,1 მეტრი მზა ჭაური თვეში), რისთვისაც მას, სპეციალისტების ჯგუფთან ერთად, 1957 წელს (28 წლის ასაკში) მიენიჭა ლენინური პრემია. მსოფლიო რეკორდი დღესაც მოქმედებს სამთო მშენებლობაში; იყო 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და სახელმძღვანელოს ავტორი, რომლებიც თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ჩინურ, ჩეხურ და მსოფლიოს სხვა ხალხთა ენებზე; იყო ლენინის პრემიის პირველი ლაურეატი საქართველოდან, ყველაზე ახალგაზრდა და ეროვნებით პირველი სომეხი ლენინური პრემიის ლაურეატი; დაჯილდოებული იყო მრავალი მედლით; იყო "მეშახტეთა ბრწყინვალების" საპატიო ნიშნის (I, II, და III) სრული კავალერი; იყო ბაიკანურის კოსმოდრომის საპატიო მშენებელი; მისი სახელი შეტანილია ბიოგრაფიულ ცნობარში "ვინ ვინ არის მსოფლიოში" (ნიუ-იორკი, 1999წ.), ბრიტანეთის ბიოგრაფიულ ცნობარში "XX საუკუნის თვალსაჩინო პიროვნებები" და "დიდ საბჭოთა ენციკლოპედიაში". ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.253 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |