Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ თუშიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დუნთა, საჩხერის რაიონი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1948 წელს. 1948-1962წწ. მუშაობდა უკრაინაში, ციმბირში, ჩრდილოეთ კავკასიაში - რკინიგზების, ხიდების და გვირაბების მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად, უბნისა და სამმართველოს უფროსად; 1962-1998წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტრის N1 სამშენებლო ტრესტში საწარმოო კომბინატის დირექტორად; ამავე სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტში სამმართველოს უფროსად; 1998 წლიდან სს "ქვემო ქართლის" ფილიალის დირექტორია; დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქვემო ქართლის რეგიონის სასოფლო-სამეურნეო, გადამამუშავებელი და სოციალური დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში; მიღებული აქვს სამინისტროსა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების არაერთი საპატიო სიგელი და ჯილდო. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.253-254
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |