შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან იაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამდინარო ნაგებობებისა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის სპეციალობით 1974 წელს. 1974-1975წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის N3 სამშენებლო სამმართველოში ოსტატად; 1975-1976წწ. ამავე ტრესტის სახლსაშენი კომბინატის ინჟინრად; 1976-1979წწ. N6 სამშენებლო ტრესტის ტექნიკური უსაფრთხოების სამსახურის უფროსად; 1979-1981წწ. სამრეწველო-საწარმოო კომბინატის მთავარ ინჟინრად; 1981-1987წწ. მუშაობდა N6 სამშენებლო ტრესტის N4 სამშენებლო სამმართველოში მთავარ ინჟინრად, 1987-2000წწ. "საქგეოლოგიის" ჩრდილო-დასავლეთის გეოლოგიურ ექსპედიციაში უფროსის მოადგილედ მშენებლობის დარგში; 2006 წლიდან არის შპს "ტავ-ჯორჯიას" სამშენებლო სამსახურის ინჟინერი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.259; ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.189-190
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |