შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
როლანდ იოსელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სამტრესდია. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1961 წელს. 1961-1965წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსახწყალპროექტში" ინჟინრად; 1965-1981წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტში სამუშაოთა მწარმოებლად, სამმართველოს მთავარინჟინრად; 1981-1994წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს მარნეულის N6 სამშენებლო ტრესტის მმართველად; 1995 წლიდან სს "ქვემო ქართლის" გენერალური დირექტორია; ხელმძღვანელობდა თბილისის, მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის სამოქალაქო-სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების მშენებლობას. მათ შორის აღსანიშნავია თბილისის ბეჭდვითი კომბინატი, აკად. კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტის კომპლექსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი, კინოთეატრი (მცხეთაში), ყაზბეგის ტურისტული ბაზა, კოდისა და თამარისის მეფრინველეობის ფაბრიკები, 600-საწოლიანი საავადმყოფო მარნეულში, სტიქიით დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლები თეთრიწყაროს, ბოლნისის, დმანისისა და საჩხერის რაიონებში; არის საქართველოს მშენებელთა ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.264-265; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.294 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |