შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგეი დავიდოვი![]()
ბიოგრაფიარუსეთის სახელმწიფო მოღვაწე, ოფიცერი. კახეთის მეფე ალექსანდრე I-ის შთამომავალი (გვარი მოდის მეფე ალექსანდრე I-ის შვილიშვილის დავითის სახელიდან). 1812 წლის სამამულო ომისა და 1813-1814წწ. ევროპის ლაშქრობათა მონაწილე. ომის შემდეგ ეკავა მაღალი ადმინისტრაციული თანამდებობები; იყო ბელოსტოკის ოლქის მმართველი; რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ რამდენიმე გუბერნიის ვიცე-გუბერნატორი და სამოქალაქო გუბერნატორი; მოღვაწეობდა განათლების დარგშიც - 1838 წლიდან კიევის სასწავლო ოლქის მზრუნველი; 1844 წლიდან სანქტ-პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი; 1845 წლიდან სენატორი; 1851 წლიდან სანქტ-პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. 3. - თბ., 1978. - გვ.332
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |