The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლილი მიქაძე

ლილი მიქაძე
Date of birth:1940  (85 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი 1962 წელს და ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა 1968 წელს.

1962-1965წწ. მუშაობდა თბილისის რადიოქარხანაში ჯერ ოსტატი იყო, მერე კი ცენტრალური ლაბორატორიის ქიმიკოსი. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, 1968 წელს პოლიტექნიკური ინსტიტუტის  სამსხმელო წარმოების კათედრაზე ასისტენდად დაიწყო მუშაობა, შემდეგ უფროს მასწავლებლად გადაიყვანეს და 2007 წლამდე კითხულობდა ლექციებს სამსხმელო წარმოების ტექნოლოგიაში. მუშაობის პროცესში მას გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნიერო სტატია და რამდენიმე მეთოდური სახელმძღვანელო, მონაწილეობა აქვს მიღებული რესპუბლიკურ და საკავშირო კონფერენციებში. ლ. მიქაძე წლების მანძილზე იყო მეტალურგიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე და ფკულტეტის საბჭოს სწავლული მდივანი. ინჟინერ-მეტალურგი.

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ. 107-108

Bibliography


Share: