შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან კალანდაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის სპეციალობით 1941 წელს. 1941-1947წწ. მუშაობდა გაერთიანება "საქენერგოში"; 1947-1963წწ. ახალშექმნილ სამშენებლო სამონტაჟო ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" ქ. ქუთაისის N1 სამონტაჟო სამმართველოში - მთავარ ინჟინრად, ამავე სამმართველოს უფროსად; 1964 წლიდან იყო სამშენებლო ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" N54 მექანიზებული კოლონის უფროსი; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები სომხეთსა და უკრაინაში, "ენგურჰესის" 500-კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის ხაზი სვანეთში, 250-კილოვოლტიანი "გლდანი-რუსთავი", 110-კილოვოლტიანი "რუსთავის მარჯვენა სანაპირო-ორხევი", ასევე, 500-კილოვოლტიანი "ნევინომინსკ-ვლადიკავკაზი", "გროზნო-ვლადიკავკაზი", "სტავროპოლ-სტავროპოლჰესი", საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს N4 სამმართველოს სანატორიუმი "თბილისი" გაგრაში და სხვა; საპატიო ენერგეტიკოსი, დაჯილდოებული იყო რუსეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.274-275 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |