The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ერმალოზ კალაძე

ერმალოზ კალაძე
დაბადების თარიღი:1888
გარდაცვ. თარიღი:12 დეკემბერი, 1958  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ოჭოფა, ქუთაისის მაზრა.

საბაზისო განათლება მიიღო ოჯახსა და სოფლის სასწავლებელში. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის "მენშევიკების" ფრაქციის წევრი 1905 წლიდან. მეფის რეჟიმის დროს დაპატიმრებული იყო პოლიტიკური საბაბით. 1917 წლამდე მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის სახელოსნოებში ზეინკლად; მსახურობდა არმიაში რიგით ჯარისკაცად. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის ფამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო გზათა კომისიის წევრი. 1917-1921 წლებში იყო საქართველოს სახალხო გვარდიის შორაპანის შტაბის წევრი. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1921 წელს დააპატიმრეს ქუთაისის პოლიტბიუროს განკარგულებით. 1923 წელს განაცხადა, რომ კავშირი ჰქონდა გაწყვეტილი საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიასთან, რის გამოც დადებითი შეფასება მისცეს. ამ განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ იგი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. შემდგომ წლებში ცხოვრობდა და მუშაობდა მშობლიურ სოფელში.  

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.264

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1905-)
  • საქართველოს რესპუბლიკის ფამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს სახალხო გვარდიის შორაპანის შტაბი, წევრი (1921-)
  • საქართველოს სახალხო გვარდიის შორაპანის შტაბი, წევრი (1917-)

გააზიარე: