The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ კანდელაკი

თეიმურაზ კანდელაკი
დაბადების თარიღი:25 თებერვალი, 1928
გარდაცვ. თარიღი:21 დეკემბერი, 2003  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1952 წელს.

1952 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა თბილისისა და მოსკოვის საპროექტო ინსტიტუტებში; გაიარა თითქმის ყველა სამსახურებრივი საფეხური არქიტექტორიდან მთავარ არქიტექტორამდე; 1964-1973წწ. მუშაობდა სახვითი ხელოვნებისა და კულტურის ძეგლთა დაცვის სამმართველოს უფროსად; 1973-1986წწ. საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტის" დირექტორის მოადგილედ, მთავარ არქიტექტორად; 1959 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტსა და თბილისის სამხატვრო აკადემიაში; მონაწილეობდა 40-მდე საცხოვრებელი სახლის, საზოგადოებრივი შენობისა და მემორიალური ძეგლების დაპროექტებაში; იყო ვახტანგ გორგასლის, ერეკლე II-ის, გიორგი XII-ის საფლავის ქვების (სვეტიცხოვლის ტაძარში), ვახტანგ გორგასლისა (თბილისში) და ერეკლე II-ის ძეგლების (თელავში) არქიტექტურული ნაწილის ავტორი; შესრულებული აქვს მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლების აზომვები, 100-ზე მეტი დიდი თუ მცირე ობიექტის პროექტის ექსპერტიზა; რესპუბლიკურ კონკურსებში მისი მონაწილეობა არაერთხელ აღინიშნა პრემიით; იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, სამეცნიერო საბჭოსა და სახელმწიფო საატესტაციო კომისიის, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს სამეცნიერო-ტექნიკური და ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის მრჩეველთა საბჭოს წევრი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.277 -278; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 513; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.186

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    საქართველოში არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური, სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისაათვის
  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

გააზიარე: