The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნია ნათბილაძე

ნია ნათბილაძე
დაბადების თარიღი:28 თებერვალი, 1966  (58 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მექანიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1988 წელს და ასპირანტურა.

ინსტიტუტში სწავლის პერიოდში იყო სახელობითი სტიპენდიატი, 1987 წელს ქ. პრაღაში, ჯერ კიდევ სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონკურსში ელექტროტექნიკის დარგში და აღნიშნული კონკურსის ლაურიატი გახდა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ის აგრძელებს აქტიურ სამეციერო-კვლევით საქმიანობას, დაამთავრა ასპირანტურა და დაიცვა დისერტაცია. 1994-1997წწ. ის მოსკოვის მექანიკა-მათემატიკის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელია და მუშაობს რობოტოტექნიკის საკითხებზე. 1999 წლიდან უბრუნდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და მუშაობას იწყებს პოლიგრაფია-კომპიუტერული გრაფიკის კათედრაზე ჯერ დოცენტად, ხოლო შემდეგ ასოცირებულ პროფესორად. ნ. ნათბილაძე არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რესპუბლიკური და საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1996).

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბ.,2008.- გვ. 122-123


გააზიარე: