The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვილენ კასრაძე

Date of birth:12 June, 1936  (88 years)
Category:Engineer, Scientist, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-კონსტრუქტორის კვალიფიკაციით 1960 წელს; დაუსწრებლად დაამთავრა ქ. მოსკოვის ლომონოსოვის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტი, ინსტიტუტ "თბილზნიიეპში" მუშაობის პერიოდში. 

1960-1964წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქგიპროშახტში"; 1964-1998წწ. იყო თბილისის ზონალური ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტის ("თბილზნიიეპი") უფროსი ინჟინერი, ჯგუფის ხელმძღვანელი, პროექტის მთავარი კონსტრუქტორი, განყოფილების მთავარი ინჟინერი, უფროსი, ინსტიტუტის მთავარი ინჟინრის მოადგილე, მთავარი ინჟინერი; 1998 წლიდან "თბილზნიიეპის" სამეცნიერო განყოფილების შენობა-ნაგებობების აღდგენა-გაძლიერების ლაბორატორიის ხელმძღვანელი; მის მიერ შესრულებული პროექტებიდან აღსანიშნავია: მსხვილპანელიანი 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ტიპური პროექტი, თბილისის აეროპორტის შენობა, მსხვილპანელიანი 14-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ტიპური სერია, 5 და 9-სართულიანი პანელური სახლების ტიპური სერია ქ. სოხუმისა და ქ. ბათუმისთვის და მრავალი სხვა; 1972-1975წწ. და 1985-1987წწ. მივლინებული იყო ირანსა და ავღანეთში ქ. თეირანის ქალაქმშენებლობის ჯგუფში და ქ. ქაბულის ცენტრალურ სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტში ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე; ავტორია 5 გამოქვეყნებული მეცნიერული ნაშრომის.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.281

Bibliography


Share: