შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ებრალიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. ქართული წარმომავლობის რუსი ბიზნესმენი, მეცენატი. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1971 წელს გადასახლდა რუსეთში. საბაზისო განათლება – ისტორიული – მიიღო რუსეთის ა. ი. ჰერცენის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში; მეორე განათლება – იურიდიული – მიღებული აქვს სანქტ-პეტერბურგის იურიდიულ აკადემიაში. 1992 წელს დააარსა ღსს "ჰუმანიტარული და საქმიანი თანამშრომლობის ცენტრი", შემდგომში ღსს "ტალიონი", რომლის გენერალური დირექტორია. კომპანია დაკავებულია დეველოპერული, სარესტორნო, ტურისტული და გამომცემლობითი საქმიანობით. წარმატებით განახორციელა სანქტ-პეტერბურგის ისტორიული ცენტრის შენობების რეკონსტრუქციისა და აღდგენის, მათ შორის ელისეევის სახლისა და შერემეტიევოს სასახლის, პროექტები, აქტიურადაა დაკავებული ოსტერმან-ტოლსტოის სასახლის რეკონსტრუქციით. ყველა რეკონსტრუირებულმა შენობამ სრულად შეინარჩუნა თავისი ისტორიული არქიტექტურა და ინტერიერი. ტვერის რაიონის ქ. ტორჟოკში დააარსა ხე-ტყის გადამამუშავებელი ინოვაციური საწარმო LVL -პანელების წარმოებისათვის. სრულიად რუსეთის ისტორიულ-ლიტერატურული პრემიის "ალექსანდრე ნეველის" დამფუძნებელი; სანქტ-პეტერბურგის ცენტრში პეტრე ბაგრატიონისათვის ძეგლის დადგმის ინიციატორი და სპონსორი; 2009 წელს დააარსა ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესი, რომლის ოფიციალურ მიმართვაში დეკლარირებულია საქართველოს კრიზისული მდგომარეობიდან გაყვანა სტაბილური დემოკრატიული განვითარების გზაზე. 2009 წლის 14 მაისს ქართველ ხალხთა საერთაშორისო კონფერენციაზე სოჭში განაცხადა თავისი სურვილის შესახებ, დაიწყოს ბრძოლა საქართველოს პრეზიდენტის პოსტისთვის. დაგეგმილი აქვს საქართველოს მოქალაქეობის მიღება, ისტორიულ სამშობლოში აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა, მათ შორის გაზეთის გამოშვება, რადიოსადგურისა და ტელევიზიის გახსნა საქართველოში. წყარო: საქმიანი პეტერბურგი: whoiswho.dp.ru ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |